პროექტის სახელწოდება: ,,თერმოდინამიკის კანონები“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან თერმოდინამიკის კანონებს, პირველი გვარის პერპეტუუმმობილეს შექმნის შეუძლობლობას, ისაუბროებენ შექცევადობასა და შეუქცევადობის იზოპროცესებზე
პროექტის აქტუალობა: ამ კანონების შესწავლით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ალტერნატიული ენერგომატარებლების შექმნის შესაძლებობების შესახებ საკუთარი დამოკიდებულება.
პროექტის მიზნები: თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონის გამოკვლევა-შესწავლა ცდების ჩატარების, კვლევის, საკუთარი დამოკიდებულების უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 17 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები. ელექტრონული ჟურნალი ,,თერმოდინამიკის კანონები“. ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები, შეიქმნება ანგარიში;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა., ფიზიის ლაბორატორია.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ, შეიქმნება პროექტის განხორციელების გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ და შეისწავლონ შერჩეული თემის მიხედვით თერმოდინამიკის კანონები და მათი თანმხლევი პროცესები. დაასაბუთონ, რომ შეუძლებელია პირველი გვარის პერპეტუუმობილეს შექმნა, მოძიებული და შექმნილი ნაშრომების საფუძველზე შექმნან პრეზენტაციის ფაილები. მოხდება აზრების შეჯერება და დასკვნების გამოტანა. მოსწავლეები დაიწყებენ ელექტრონული ჟურნლის ,,თერმოდინამიკის კანონები“-ს შექმნასა და რედაქტირებას, შეიქმნება ბლოგი, რომელზე განთავსდება დამუშავებული ინფორმაცია. მოსწავლეები შექმნიან პროექტის ანგარიშს, რომელსაც წარუდგენენ სკოლის საზოგადოებას. პროექტის ბოლოს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ფიზიკა;
პროექტის ხელმძღვანელი: ნუგზარ სირაძე
პროექტის ბლოგი: meore-nugsarsiradze.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий